Geo/ Eng  
სესხები
ბმულები
საშეღავათო პერიოდი

სტუდენტური სესხი საშეღავათო პერიოდით!

 

რას გულისხმობს საშეღავათო პერიოდი სტუდენტურ სესხზე?

საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას თქვენ იხდით მხოლოდ სესხის პროცენტს.
საშეღავათო პერიოდის ხანგრძლივობაა 4 წელი და 6 თვე, რაც გაძლევთ საშუალებას დაასრულოთ სწავლა და აუჩქარებლად მოძებნოთ სამსახური. სესხის ძირის დაფარვა კი იწყება საშეღავათო პერიოდის გასვლიდან 5 წლის განმავლობაში.
 

ვის შეუძლია ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით?

საშეღავათო პერიოდით სესხი გაიცემა ბაკალავრიატის სწავლის ღირებულების დასაფინანსებლად შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში:
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი (ბიზნეს ფაკულტეტი);
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (ბიზნეს ფაკულტეტი).
 
ამასთან,
სტუდენტი უნდა იყოს არანაკლებ 20 წლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი გაიცემა თანამსესხებელთან ერთად, რომელიც შეიძლება იყოს სტუდენტის ოჯახის წევრი.
 

სტუდენტური სესხის პირობები, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას:

სესხის ვალუტა
აშშ დოლარი
სესხის მაქსიმალური თანხა
3000 აშშ დოლარში (1 წლის სწავლის ღირებულების 100%)
სესხის მაქსიმალური ვადა
9.5 წელი
მსესხებელი
სტუდენტი
თანამსესხებელი
ოჯაიხის წევრი, თუ სტუნდენტი არ არის მინ. 20 წლის
უზრუნველყოფა
უძრავი ქონება
მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი
არ მოითხოვება
სესხის გაცემის საკომისიო
სესხის თანხის 2%, მინ. 5 აშშ დოლარი
წარმოსადგენი საბუთები
სტუდენტისა და მსესხებლის პირადობის მოწმობები

ჩვენ გვჯერა შენი წარმატების!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions