Geo/ Eng  
სესხები
ბმულები
სესხები
ერთად მოვემზადოთ თქვენი დიდი შენაძენისათვის!

თუ თქვენ გეგმავთ სესხის აღებას, მაგრამ:

  • თქვენი შემოსავლები არ არის ფიქსირებული ხასიათის
    ან
  • ჯერ არ გაქვთ სესხის თანამონაწილეობის თანხა
    ან
  • გიძნელდებათ თქვენი შემოსავლების შესახებ დოკუმენტების მოძიება

ამ მიზნით თქვენთვის შევქმენით გარანტირებული სესხი

დაიწყეთ დაგროვება დღესვე და მიიღეთ გარანტირებული სესხი ბინის, ავეჯის, მანქანის შესაძენად ან ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.

რა არის გარანტირებული სესხი?

გარანტირებული სესხი არის საუკეთესო საშუალება სესხის მისაღებად მომზადებისათვის. ამასთან, თქვენ გარანტირებული ხართ, დაუბრკოლებლად მიიღოთ თიბისი ბანკში, როგორც კი სესხის აღება დაგჭირდებათ.

თუ გიძნელდებათ წინასწარ განსაზღვროთ, რა თანხის დაფარვას შეძლებთ ყოველთვიურად, გთავაზობთ, გარანტირებულ სესხს. ზრდად ანაბარზე დაგროვებით დააკვირდით და დარწმუნდით, რომ სესხის დაფარვა თქვენთვის სულაც არ იქნება მტკივნეული.


3 მარტივი ნაბიჯი გარანტირებული სესხისაკენ

1. გახსენით ზრდადი ანაბარი გარანტირებული სესხის პირობით, წინასწარ განსაზღვრული ვადით, 6 -დან 24 თვემდე და ყოველთვიურად შეიტანეთ ანაბარზე თანხა.

2. ანაბრის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვეში მიმართეთ ბანკს სესხის მისაღებად

3. აიღეთ სესხი გარანტირებულად, ყოველგვარი დამატებითი სირთულეების გარეშე

 

რამდენი უნდა შემოვიტანო ყოველთვიურად, რომ სასურველი შენაძენი განვახორციელო?

ბანკი დაგეხმარებათ ყოველთვიური შემონატანის განსაზღვრაში, რათა დაგროვილი თანხა, გარანტირებულ სესხთან ერთად, საკმარისი იყოს თქვენი შენაძენის განსახორციებლად.
რაც მეტ თანხას შემოიტანთ ყოველთვიურად და რაც მეტია დაგროვების პერიოდი, მით უფრო მეტ სესხს მიიღებთ ბანკისაგან გარანტირებულად და უფრო დიდი შენაძენის განხორციელებას შეძლებთ.

დაგროვების პერიოდი სასურველი შენაძენის ღირებულება
ბინა, რემონტი მოგზაურობა, ტექნიკა და სხვა
10,000 15,000 20,000 2,000 3,000 5,000
6 თვე 276 415 553 76 114 191
12 თვე 210 315 420 53 79 133
18 თვე 184 276 368 45 67 113
24 თვე 162 244 325 38 58 97


ერთად მოვემზადოთ თქვენი დიდი შენაძენისათვის!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions