ენერგოეფექტურობის პროექტის მიზანია მოხდეს ენერგო რესურსების რაციონალურად გამოყენების ხარისხის ამაღლება და თქვენი სახლის ენერგოეფექტურად მოწყობა.
ამაში კი თიბისი ბანკი დაგეხმარებათ - ჩვენ გთავაზობთ ენერგო კრედიტებს შემდეგ პროდუქტებზე:
-
ენერგოეფექტური ფანჯრები
-
შენობების თბოიზოლაცია (კედლების, სახურავების და იატაკის თბოიზოლაცია)
-
ბოილერები და კონდენსატორული ბოილერები
-
მზის თერმული სისტემები, მაღალი ეფექტურობის ბიომასის ღუმელები, ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობისთვის
გააფორმეთ ენერგოკრედიტი დღესვე და მიიღეთ სესხის თანხის 15% საჩუქრად!
სესხების გაცემის სტიმულირების მიზნით BP მსესხებელს აუნაზღაურებს სუბსიდიის სახით სესხის თანხის 15%-ს.
ენერგო ეფექტურობის სესხის მიღება ძალიან მარტივია:
ენერგო ეფექტური სესხის მისაღებად მსესხებელმა საწყის ეტაპზე უნდა წარმოადგინოს მომწოდებელი კომპანიის ინვოისი პროექტით გათვალისწინებულ შესაძენ ნივთზე. მომწოდებელი კომპანია ავტორიზებული უნდა იყოს ენერგო კრედიტის საიტზე www.energocredit.ge
ენერგოეფექტურობის სესხზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:
გრანტის ანაზღაურება და მსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდება საქონლის შეძენისა და დამონტაჟების შემდეგ (აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას მომწოდებელი კომპანიის მიღება-ჩაბარების აქტი).
შეამცირეთ ხარჯები და იცხოვრეთ კომფორტულად!