რა არის ოქროს ანაბარი?
ოქროს ანაბარი არის ვადიანი ტიპის ანაბარი, რომელიც დაზღვეულია ოქროს საშუალებით.
რას ნიშნავს ოქროთი დაზღვევა?
თქვენთვის მაქსიმალური სარგებლის მისაღებად და ანაბრის დამატებითი საიმედოობისათვის თიბისი ბანკი ანაბარს შეძენილი ოქროთი გაამყარებს. ამავდროულად ოქროს ფასის ზრდის შემთხვევაში თქვენ გექნებათ დამატებითი სარგებლის მიღების საშუალება. ოქროთი უზრუნველყოფილი ანაბრები დიდი პოპულარობით სარგებლობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ვის შეუძლია გახსნას ოქროს ანაბარი?
ოქროს ანაბრის გახსნა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს 500 აშშ დოლარის დანაზოგი, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.
რამდენია ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი?
ანაბრის წლიური საპროცენტო განაკვეთი იცვლება 7%-დან 14%-მდე. რაც დამოკიდებულია ოქროს ფასის ცვლილებაზე ანაბრის მოქმედების პერიოდში. 7% არის გარანტირებული სარგებელი, რომელიც ოქროს ფასის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დაერიცხება ანაბარს.
თუ ერთი წლის განმავლობაში ოქროს ფასი:
- შემცირდა, უცვლელი დარჩა ან გაიზარდა 0%-დან 7%-მდე - ანაბარს დაერიცხება გარანტირებული 7%;
- გაიზარდა 7%-დან 14%-მდე - ანაბარს დაერიცხება ოქროს ფასის ზრდის ეკვივალენტური საპროცენტო განაკვეთი;
- გაიზარდა 14%-ზე მეტით - ანაბარს დაერიცხება მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, ანუ 14%.
როდის ხდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა?
ანაბარზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება ანაბრის ვადის გასვლისას.
რას ნიშნავს ოქროს ფასის ცვლილება?
ოქროს ფასის ცვლილება, ესაა პროცენტული სხვაობა „ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე“ დაფიქსირებული ოქროს საბოლოო და საწყის ფასებს შორის, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
(P
2-P
1)/P
1*100%, სადაც P
1 ოქროს საწყისი ფასია, ხოლო P
2 - საბოლოო.
როგორ ფიქსირდება ოქროს საწყისი და საბოლოო ფასი?
ოქროს საწყის ფასად აიღება ანაბრის გახსნის წინა სამუშაო დღეს „ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე“ დადგენილი ერთი უნცია ოქროს ღირებულება აშშ დოლარში.
ოქროს საბოლოო ფასად აიღება ანაბრის ვადის გასვლის წინა თვის 25 რიცხვში*, „ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე“ დაფიქსირებული ერთი უნცია ოქროს ღირებულება აშშ დოლარში.
როგორ შეიძლება შემოწმდეს ოქროს ფასი?
ოქროს ფასის შემოწმება შესაძლებელია
ჩვენს ვებ გვერდზე
რა უპირატესობა აქვს ოქროს ანაბარს ჩვეულებრივ ვადიან ანაბართან შედარებით?
ოქროს ანაბარი დამატებითი საიმედოობისათვის უზრუნველყოფილია ოქროთი. ამიტომ მას ერიცხება 1-წლიან ვადიან ანაბართან შედარებით 2%-ით ნაკლები გარანტირებული სარგებელი - წლიური 7%. თუმცა ოქროს ფასის ზრდასთან ერთად თქვენ გექნებათ საშუალება მიიღოთ უფრო მაღალი 14%-მდე განაკვეთი აშშ დოლარში.
რა გარანტია მაქვს, რომ ოქროს ფასი გაიზრდება?
საუკუნეების განმავლობაში ოქრო წარმოადგენდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მყარ ვალუტას, რომლის ფასი წლიდან წლამდე იზრდებოდა. მხოლოდ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ოქროს ფასი გაორმაგდა.
ოქროს ფასი, როგორც წესი, იზრდება როგორც ეკონომიკური კრიზისების დროს, ასევე ეკონომიკის აღმავლობის პერიოდშიც. ამიტომ დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოქრო გააგრძელებს ზრდას მომავალშიც და თქვენ გარანტირებულ საპროცენტო სარგებელთან ერთად გექნებათ საშუალება მიიღოთ გარანტირებულზე გაცილებით მაღალი პროცენტი.

ოქროს ფასმა, როგორც დიაგრამიდან ჩანს, თავის პიკს 2008 წლის დასაწყისში მიაღწია
(1 უნცია -1,000 აშშ დოლარი) . შემდგომ, ეკონომიკური ციკლის თავისებურებიდან გამომდინარე, ის გარკვეულწილად შემცირდა. ექსპერტების ვარაუდით, უახლოესი 6 თვის განმავლობაში, მსოფლიო კრიზისის ფონზე, ოქროს ფასი აუცილებლად გაიზრდება.
რა პროცენტი ერიცხება ანაბარს ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაში?
ოქროს ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევისას ანაბარს დაერიცხება წლიური სარგებელი 2%-ის ოდენობით ანაბრის ფაქტიურ ვადაზე გაანგარიშებით. ამ შემთხვევაში ოქროს საწყის და საბოლოო ფასებს შორის სხვაობა არ იქნება გათვალისწინებული.