Geo/ Eng  
ბარათები
ბმულები
ხშირად დასმული კითხვები
 
განვადების ბარათი და მისი მომხმარებლები
ბარათის მახასიათებლები
ბარათის საკომისიოები/ტრანზაქციები

განვადების დაფარვა




განვადების ბარათი და მისი მომხმარებლები

1.    რა არის განვადების ბარათი?
განვადების ბარათი არის საერთაშორისო ვიზა ელექტრონ ტიპის ბარათი, რომლითაც მომხმარებელს აქვს საქონლის ან მომსახურების განვადებით შეძენის შესაძლებლობა. განვადების ბარათი წარმოადგენს განვადების პროდუქტის ალტერნატივას და არის უფრო მოხერხებული და კომფორტული გადახდის საშუალება, ვიდრე თვითონ განვადება.

2.    ვინ არის განვადების ბარათის მიზნობრივი მომხმარებელი?
ბარათი განკუთვნილია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის ინდ.მეწარმეებისთვის. განვადების ბარათის მიზნობრივი მომხმარებლები არიან:
•    ადამიანები, რომელთაც ხელფასი ერიცხებათ თიბისი ან სხვა რომელიმე ბანკში
•    თიბისი ბანკის კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე მსესხებლები, მათ შორის არსებული განვადების ბარათის მფლობელები, რომელთა ბარათებსაც გაუვიდათ ვადა
•    სატაბილური შემოსავლის მქონე ადამიანები, რომელთაც ხელფასი არ ერიცხებათ არც ერთ ბანკში.

3.    რა მსგავსება/განსხვავება აქვს განვადების ბარათს საკრედიტო ბარათთან?

განვადების ბარათი, საკრედიტო ბარათის ანალოგიურად წარმოადგენს ბანკის მიერ კლიენტისთვის წინასწარ დამტკიცებულ სესხს, უფრო კონკრეტულად განვადებას, რომლის გამოყენებაც კლიენტს შეუძლია ნებისმიერ დროს ბანკთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, ასევე არსებობს დაფარული თანხის ხელმეორედ ათვისების შესაძლებლობა.
რაც შეეხება განსხვავებას, განვადების ბარათით შესრულებული ნებისმიერი ტრანზაქცია ბანკში ფიქსირდება, როგორც განვადება და თითოელისთვის დგება დაფარვის გრაფიკი.

4.    სად შეიძლება განვადების ბარათის გამოყენება?

 ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სადაც ვიზა ბარათების მომსახურებაა შესაძლებელი, მათ შორის საზღვარგარეთაც.

5.    შეიძლება თუ არა განვადების ბარათის გამოყენება ბანკომატიდან//ბანკიდან თანხის გამოსატანად?
 განვადების ბარათით თანხის გატანა შესაძლებელია როგორც ბანკომატიდან, ისე ბანკიდან.

ბარათის მახასიათებლები
6.    რა ვადით გაიცემა განვადების ბარათი?
განვადების ბარათის ვადაა 4 წელი, რომლის გასვლის შემდეგაც განვადების ლიმიტის გამოყენება შეუძლებელია და მომდევნო 10 თვის განმავლობაში ხდება მხოლოდ გამოყენებული განვადების თანხის დაფარვა

7.    შეიძლება თუ არა განვადების ბარათზე დადებითი ნაშთის არსებობა?
განვადების ბარათზე დადებითი ნაშთის არსებობა დაუშვებელია, შესაბამისად, განვადების ბარათის ანგარიშზე თანხის შეტანა/ჩარიცხვა/გადარიცხვა დაუშვებელია, მათ შორის ელექტრონული სერვისებით. ამისათვის დაწესებულია შესაბამისი შეზღუდვები. გამომდინარე აქედან, განვადების დასაფარი თანხის შემოტანა ხდება კლიენტის მიმდინარე ან საბარათე ანგარიშზე. 

ბარათის საკომისიოები/ტრანზაქციები
8.    რა ღირს განვადების ბარათი?
განვადების ბარათს აქვს ყოველწლიური მომსახურების საკომისიო 20 ლარი, ამასთან პირველ წელს მისი ჩამოჭრა ხდება ბარათით პირველივე ტრანზაქციის განხორციელებისას. ხოლო ყოველი შემდეგი ბარათის გაცემიდან ყოველი სრული წლის გასვლისას.

9.    რა ღირს ბარათის განახლება მისი დაკარგვა/დაზიანებისას?
ბარათის განახლება ღირს 10 ლარი.

10.    როგორია განვადების ბარათის საკომისიოები ბარათით ანგარიშსწორებისას?
სავაჭრო ობიექტებში ბარათით ანგარიშსწორებისას უფასო, ბანკიდან/ბანკომატიდან განაღდებული თანხის 3%.  ამასთან, ბარათით ტრანზაქციის განხორციელებისას, იმისათვის რომ არ მოხდეს საკომისიოს ხარჯზე არასანქცირებული თანხის ათვისება, ავტომატურად ხდება მისი გათვალისწინებაც. მაგ. ბარათზე დაშვებული ლიმიტი შეადგენს 1000 ლარს. თუ კლიენტს ერთ ჯერზე მთლიანად არ შეუძლია 1000 ლარის გატანა, არამედ ბანკიდან - 970.87 ლარი, ხოლო ბანკომატიდან 970 ლარი  (ვინაიდან ბანკომატიდან შესაძლებელია მხოლოდ 5-ის ჯერადი ტოლი თანხის გამოტანა).

11.    რა შეადგენს ბარათით მინიმალური ტრანზაქციის მოცულობა?

ბარათის მინიმალური ტრანზაქცია შეადგენს 50 ლარს. რაც ნიშნავს, რომ  50 ლარზე ნაკლები ტრანზაქციები განვადების ბარათით არ სრულდება.
განვადების ბარათის აღების კრიტერიუმები, საპროცენტო განაკვეთი და ლიმიტები

12.    რა საბუთებია წარმოსადგენი ბარათის მისაღებად?

ბარათის მისაღებად საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა.

13.    რა ვალუტაში იხსნება განვადების ბარათი  და რა ვალუტაში დაიშვება განვადების ლიმიტი?

განვადების ბარათი იხსნება მხოლოდ ლარში, შესაბამისად განვადების ლიმიტიც არის ლარში.

14.    რა არის განვადების ლიმიტის მაქსიმალური ლიმიტი?

განვადების ბარათის მაქსიმალური ლიმიტია  3000 ლარი ბანკის კლიენტების შემთხვევაში, ხოლო არაკლიენეტბისთვის 1000 ლარი.

15.    რა არის განვადების ბარათის მინიმალური ლიმიტი?
განვადების ბარათის მინიმალური ლიმიტია  100 ლარი

16.    როგორ დგინდება განვადების ლიმიტი და არის თუ არა ის დამოკიდებული ხელფასზე ან სამუშაო ადგილზე?
განვადების ლიმიტი დგინდება კლიენტის შემოსავლების მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის/შემოსავლის სამმაგ ოდენობას, მაქსიმალური ლიმიტის გათვალისწინებით.

17.    აქვს თუ არა ბანკს უფლება შეუწყვიტოს კლიენტს განვადების ლიმიტი?
განვადების ლიმიტის შეწყვეტა (ბარათის დაბლოკვა) შესაძლებელია ბანკის ინიციატივით კლიენტის მიერ არსებული ვალის პრობლემურად დაფარვის შემთხვევაში. ან სხვა კანონით გათვალისწინებული ფორსმაჟორული სიტუაციებისას.

18.    გააჩნია თუ არა განვადების ბარათს ლიმიტის დამტკიცების და საკრედიტო ბიუროში გადამოწმების საკომისიო?
არა, ასეთი საკომისიოები ბარათს არ გააჩნია

განვადების დაფარვა
19.    როდის და რა პერიოდში უნდა მოხდეს განვადების დაფარვა?
განვადების დაფარვა იწყება განვადების ლიმიტის ათვისებიდან მომდევნო თვიდან, კლიენტის მიერ არჩეულ რიცხვში. კლიენტის სურვილის შემთხვევაში, განვადების დაფარვის თარიღის (თვის რიცხვის) შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

შენიშვნა: წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში კლიენტი იხდის წინასწარ დაფარული ძირის 2%. ყოველთვიური გადასახდელი თანხა რჩება უცვლელი, ვადა კორექტირდება იმის მიხედვით, თუ რა თანხით მოხდება წინსწრებით დაფარვა.
2011 წლის 16 ივლისის შემდეგ გაცემული სესხისთვის თუ წინსწრება ხდება გრაფიკით გათვალისწინებულ დაფარვის თარიღამდე, მაშინ დაფარვის დღეს კვლავ მოითხოვება თანხის შემოტანა (დაფარვა). ხოლო 2011 წლის 16 ივლისამდე გაცემული სესხისთვის გადასახდელი თანხა გადაინაცვლებს მომდევნო თვეში. 


20.    შესაძლებელია თუ არა დაფარვის თარიღი იყოს თვის ნებისმიერი რიცხვი?
დაფარვის თარიღი უნდა იყოს 10-დან 27 რიცხვის ჩათვლით.

21.    რა ვადაში უნდა დაიფაროს ათვისებული განვადების ლიმიტი?
განვადების ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია ბანკში ფიქსირდება როგორც  10 თვიანი განვადება და შესაბამისად მისი დაფარვაც უნდა მოხდეს 10 თვეში.

22.    როგორ ხდება განვადების დაფარვა

განვადების დაფარვა შესაძლებელია ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდით:
•    თიბისი ბანკში განტავსებული თიბისი ფეის ტერმინალებით;
•    თიბისი ბანკის ფილიალებში/სერვის ცენტრებში;
•    ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკით;
•    ქოლ-ცენტრით (სატელეფონო კოდის მქონე კლიენტებისათვის);

23.    არსებობს თუ არა  განვადების დაფარვის საკომისიო?
არა, განვადების დაფარვის საკომისიო არ არსებობს. 

24.    შესაძლებელია თუ არა განვადების ვადაზე ადრე დაფარვა? და თუ შესაძლებელია გააჩნია თუ არა მას ადრე დაფარვის ჯარიმა?
შესაძლებელია. წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში კლიენტი იხდის წინასწარ დაფარული ძირის 2 %-ს;
ყოველთვიური გადასახდელი თანხა რჩება უცვლელი, ვადა კორექტირდება იმის მიხედვით, თუ რა თანხით მოხდება წინსწრებით დაფარვა. თუ წინსწრება ხდება გრაფიკით გათვალისწინებულ დაფარვის თარიღამდე,  მაშინ დაფარვის დღეს კვლავ მოითხოვება თანხის შემოტანა (დაფარვა).

25.    როგორ გამოიანგარიშება ყოველთვიურად დასაფარი თანხა?
დასაფარი თანხის დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
2011 წლის 15 ივლისის შემდეგ გაცემული ბარათებისთვის  ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს წინა თვის ბოლო კალენდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებულ თანხას და მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, გადანაწილებულს 10 (ათ) თვეზე. სამი პარამეტრის: თანხის, საპროცენტო სარგებლისა და ვადის ურთიერთდამოკიდებულებით დგინდება ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა (ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ჯამი) ისე, რომ 10 (ათი) თვის განმავლობაში კრედიტი  დაიფაროს სრულად.
2011 წლის 15 ივლისამდე გაცემული განვადების ბარათებისთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს ათვისებულ თანხას დამატებული ათვისებული თანხა გამრავლებული გაძვირების პროცენტზე და გაყოფილი 10-ზე.
ყოველთვიურად გადასახდელ თანხას შესაძლებელია დაემატოს პირგასამტეხლო შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

26.    რომელ ანგარიშზე ხდება განვადების დასაფარი თანხის შეტანა?

განვადების დასაფარი თანხის შემოტანა უნდა მოხდეს კლიენტის მიმდინარე ან საბარათე ანგარიშზე, თუ ამ ანგარიშებიდან კლიენტს არც ერთი არ აქვს, მაშინ ხდება მიმდინარე ანგარიშის გახსნა უფასოდ, რომელზეც სესხის არსებობის პერიოდში გათვალისწინებული არ არის სტანდარტული ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 0.90 ლარი.

27.    რა გზით შეიძლება გაიგოს კლიენტმა ინფორმაცია გადასახდელი თანხის შესახებ?
გადასახდელი თანხის შესახებ კლიენტს შუძლია გაიგოს ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მეთოდით:

•    ყოველი თვის 1 რიცხვში მასთან მისული სმს შეტყობინების საშუალებით (მიმდინარე თვეში დასაფარი თანხის, თარიღის და დარჩენილი ლიმიტის მითითებით)
•    ბანკის სატელეფონო ცენტრში დარეკვით სატელეფონო კოდის მქონე კლიენტებისთვის
•    ბანკის ფილიალში მისვლით
•    ინტერნეტ-ბანკით

28.    აქვს თუ არა ბარათს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის დაფარვის საშეღავათო პერიოდი?
არა, ასეთი საშეღავათო პერიოდი ბარათს არ გააჩნია.


 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions