Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ბმულები
ინდივიდუალური სეიფი
ძვირფასი ნივთები ყოველთვის უნდა ინახებოდეს საიმედოდ!

თუ თქვენ ხშირად მოგზაურობთ, გიწევთ მივლინებებში ყოფნა, ან უბრალოდ ფიქრობთ, რომ თქვენი ფერწერული ტილოები, ან კონფედენციალური დოკუმენტები არ არის დაცული სახლში, თუ ოფისში...

თიბისი ბანკი გთავაზობთ ინდივიდუალურ სეიფებს საიუველირო ნაწარმის, ფასიანი ქაღალდების, ხელოვნების ნიმუშების და სხვა ფასეულობების შესანახად.

ღირებულება

თიბისი ბანკი გთავაზობთ ოთხი ტიპის სეიფებს

  • მცირე (0.7 ლარი 24სთ)
  • საშუალო (1 ლარი 24სთ) 
  • დიდი (1.5 ლარი 24სთ) 
  • სპეციალური (6 ლარი 24სთ) (მხოლოდ მარჯანიშვილის ფილილიალში)
ვადები სეიფებით შეიძლება ისარგებლოთ თქვენთვის მოსახერხებელი ვადით:
მაქსიმალური ვადა შეზღუდული არ არის.   
მინიმალური ვადა არის ორი კვირა.


კონფიდენციალობა

სეიფის შიგთავსის მფლობელთა ანონიმურობა გარანტირებულია ბანკის მიერ.      
სეიფი იხსნება მხოლოდ თქვენი თანდასწრებით, ან თქვენს მიერ გაცემული ნოტარიზებული მინდობილობის მფლობელი პირის მიერ.
სად შეიძლება ვისარგებლოთ სეიფებით? ინდივიდულაური სეიფებით მომსახურება შესაძლებელია შემდეგ ფილიალებში:                                                                     
ცენტრალური ფილიალი - ჭავჭავაძის გამზ.11, ტელ.: (+995 32) 22 06 61;   
მარჯანიშვილის ფილიალი - მარჯანიშვილის ქ.7. ტელ.: (+ 995 32) 777 999.

ისარგებლეთ ჩვენი ინდივიდუალური სეიფებით და გაემგზავრეთ სამოგზაუროდ უფრო მშვიდად!

© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze