ინტერნეტ ბანკი არის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსწრაფესი და თანამედროვე საბანკო პროდუქტი, რომლის საშუალებითაც ინტერნეტ ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან თქვენ შეგიძლიათ :
-
შეამოწმოთ და აკონტროლოთ საკუთარი ანგარიშები, სესხები და დეპოზიტები;
გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები;
-
შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი*;
-
განახორციელოთ თქვენ საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები და კონვერტაციები;
-
განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვები;
-
განახორციელოთ გადარიცხვები საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ ნებისმიერ ბანკში **;
-
გაეცნოთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ და თიბისი ბანკის კომერციულ ვალუტის კურსებს;
-
მიიღოთ და გააგზავნოთ ბანკისგან შეტყობინებები;
-
გააკეთოთ ამონაწერები თქვენი ანგარიშებიდან და დაათვალიეროთ გადასახადების გადახდის, თანხების ჩარიცხვებისა და გადარიცხვის საბუთები;
* ბალანსის შევსება სრულიად უფასოა
* *გადარიცხვების განსახორციელებლად საჭიროა დიჯიპასი
თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკის მომსახურებაზე დასარეგისტრირებლად საჭიროა, მიბრძანდეთ ბანკის ნებისმიერ ფილიალში და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი). ამ სერვისით სარგებლობისთვის თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ თიბისი ბანკის კლიენტი. დარეგისტრირების შემდეგ ინტერნეტ ბანკში შესასვლელად თქვენ გადმოგეცემათ მომხმარებლის სახელი, პაროლი და კომპანიის სახელი (მხოლოდ იურიდიული პირების შემთხვევაში). ინტერნეტ ბანკის სერვისზე სრული პაკეტით რეგისტრირების შემთხვევაში გადმოგეცემათ დიჯიპასი.
|
ფიზიკური პირი |
იურიდიული პირი |
|
მინიმალური და სტარნდარტული პაკეტი |
სრული პაკეტი |
მინიმალური და სტარნდარტული პაკეტი |
სრული პაკეტი |
| რეგისტრაცია |
სატარიფო პაკეტის მფლობელისთვის უფასო.
სხვა შემთხვევაში 10 ლარი |
20 ლარი |
| მომსახურება |
სატარიფო პაკეტის მფლობელისთვის უფასო.
სხვა შემთხვევაში 5 ლარი კვარტალში |
კვარტალში 10 ლარი |
| დიჯიპასის გაცემის/დაკარგვის/დაზიანების ერთჯერადი საკომისიო |
- |
10 ლარი |
- |
20 ლარი |
ინტერნეტ ბანკში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ინტერნეტ-ბრაუზერებით: Internet Explorer, Google Chrome, Safari, Opera ან Firefox. აუცილებელია ბრაუზერების პარამეტრებში ჩართული იყოს JAVA სკრიპტების მხარდაჭერა.
აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენ ნამდვილად იმყოფებით შემდეგ ინტერნეტ-მისამართზე
https://www.internetbanking.ge/ ასევე შეამოწმეთ უსაფრთხოების სერთიფიკატი – ინტერნეტ ბროუზერის ქვედა ან ზედა პანელზე მოთავსებულ ბოქლომზე დაწკაპუნებით.
შენიშვნა! გთხოვთ, არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებიც ითხოვენ პირადი საბანკო მონაცემების მიწოდება/ განახლებას. თიბისი ბანკი ელ-ფოსტის მეშვეობით არასოდეს სთხოვს თავის მომხმარებლებს პირად საიდენტიფიკაციო მონაცემებს ან მათ განახლებას.
ინტერნეტ ბანკით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის.
ინტერნეტ ბანკით შესრულებული ოპერაციები საშუალებას გაძლევთ, დაზოგოთ ის დროს, რასაც დახარჯავდით ბანკში ანალოგიური ოპერაციების განხორციელებისას. შესაძლებლობა გაქვთ განახორციელოთ ყველა სახის საბანკო ოპერაცია ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, თიბისი ბანკი თქვენთვის ღიაა 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე.
ამისათვის თქვენ უნდა შეხვიდეთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე
https://www.internetbanking.ge და შეავსოთ მომხმარებლისა და პაროლის ველები. იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით შესავსები იქნება კომპანიის სახელის ველი.
როდესაც მოახდენთ ინტერნეტ ბანკის სისტემაში პირველად შესვლას, სისტემა მოგთხოვთ თავდაპირველი პაროლის შეცვლას (იმ პაროლისა, რომელიც ბანკში გადმოგცეს). ამის შემდეგ თქვენ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ პაროლის ცვლილება მენიუში არსებული პაროლის შეცვლის ფუნქციის გამოყენებით.
როგორ უნდა მოვიქცე პაროლის დაკარგვის შემთხვევაში?
პაროლის დაკარგვის ან დავიწყების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ თიბისი ბანკის სატელეფონო სერვის ცენტრს ნომერზე 227 27 27 და ოპერატორს დროებით დააბლოკინოთ თქვენი მომხმარებლის სახელით შესვლის შესაძლებლობა ინტერნეტ ბანკის პროგრამაში, რათა თავიდან იქნას აცილებული სისტემაში უცხო პირების შეღწევა. ამის შემდეგ თქვენ უნდა მიბრძანდეთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ გადმოგცემენ ახალ პაროლს.
არსებობს ინტერნეტ ბანკის სამი პაკეტი:
-
მინიმალური - შესაძლებელია მხოლოდ ანგარიშების დათვალიერება;
-
სტანდარტული - შესაძლებელია ყველა ოპერაცია, გარდა შემდეგი გადარიცხვებისა: თიბისი ბანკის ფილიალებს შორის, საქართველოს ბანკებში, საერთაშორის ბანკებში;
-
სრული - შესაძლებელია ყველა ოპერაციის განხორციელება. ამ პაკეტში შედის დიჯიპასიც.
რა დამატებითი შესაძლებლობები აქვთ იურიდიული პირებს?
ფიზიკური პირის შემთხვევაში რეგისტრაციისას მომხმარებელი ირჩევს მხოლოდ სასურველ პაკეტს.
იურიდიული პირის რეგისტრაციის დროს კი კლიენტს დამატებით აქვს შემდეგი შესაძლებლობები:
- ავტორიზაციის დონეები: ინტერნეტ ბანკი სრულყოფილად არის მორგებული იურიდიული პირის სტრუქტურაზე. თუ ორგანიზაციაში რამოდენიმე ხელმომწერია, რაც ბანკში ფაქსიმილიებით არის დამოწმებული, ინტერნეტ ბანკშიც შესაბამისად განისაზღვრება პირველი და მეორე ხელმომწერების ვინაობა და რაოდენობა;
- ოპერაციები: ინტერნეტ ბანკის რეგისტრაციის დროს მას გაჩუმების პრინციპით (დეფოლტად) ერთვება ინტერნეტ ბანკი სრული უფლებით. თუმცა, კლიენტს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ამა თუ იმ ოპერაციის განხორციელების უფლების გაუქმება. ეს ოპერაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის გადარიცხვები, გადასახადების გადახდა, ადმინისტრირების საშუალებები (მაგ: მომხმარებლის დამატება, ბლოკირება და სხვა);
- მომხმარებლები: იურიდიული პირის ინტერნეტ ბანკს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე მომხმარებელი. მომხმარებლები ჯგუფდება მათი უფლება-მოვალეობების მიხედვით, ესენია:
-
ადმინისტრატორი;
-
პირველი ხელმომწერი;
-
მეორე ხელმომწერი;
-
მომხმარებელი ხელმოწერის უფლების გარეშე.
- ადმინისტრატორი: იურიდიული პირის ინტერნეტ ბანკის დარეგისტრირებისას სავალდებულო წესით რეგისტრირდება ერთი მომხმარებელი ადმინისტრატორის უფლებებით. ადმინისტრატორს საშუალება აქვს დაამატოს/შეცვალოს/დაბლოკოს/გააუქმოს ინტერნეტ ბანკის სხვა მომხმარებლები, განსაზღვროს ოპერაციების უფლებები მომხმარებლებზე, ჩაურთოს ან გაუთიშოს წვდომა ანგარიშებზე და სხვა;
- პირველი ხელმომწერი: პირველი ხელმომწერის სტატუსი განსაზღვრულია კომპანიის დირექტორის ან/და დამფუძნებლისათვის. პირველი ხელმომწერი არის პირი, რომლის ავტორიზაციის გარეშე არ განხორციელდება ესა თუ ის ოპერაცია;
- მეორე ხელმომწერი: მეორე ხელმომწერის სტატუსი განსაზღვრულია კომპანიის მთავარი ბუღალტრისათვის. მეორე ხელმომწერი ხშირ შემთხვევაში ქმნის საბუთს, რომელსაც ავტორიზებას უკეთებს (ხელს აწერს) პირველი ხელმომწერი, თუმცა შესაძლებელია პირიქითაც მოხდეს;
-
ხელმოწერის უფლების გარეშე: მომხმარებლებს ხელმოწერის უფლების გარეშე ექნებათ ის ფუქნციები, რომლებსაც მას ჩაურთავს ადმინისტრატორი. ეს მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოგვევლინოს საბუთების შემქმნელად, რომელსაც შემდგომ ავტორიზებას გაუკეთებს პირველი და მეორე ხელმომწერი.
დიჯიპასი წარმოადგენს პატარა ელექტრონულ მოწყობილობას, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით
აგენერირებს უნიკალურ, ერთჯერადი გამოყენების კოდებს. სხვა კლიენტ(ებ)ის ანგარიშებზე გადარიცხვის
ოპერაციის დასრულებისას პროგრამა მოგთხოვთ დიჯიპასის მიერ გენერირებული კოდის შეყვანას.
დიჯიპასი უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას. ქვემოთ მოცემულ სურათზე გამოსახულია დიჯიპასები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
დიჯიპასის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით.
ინტერნეტ ბანკში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი შემდეგი ანგარიშები:
-
მიმდინარე;
-
საბარათე;
-
ანაბრის;
-
სასესხო;
ინტერნეტ ბანკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ბანკში მიუსვლელად დაფაროთ განვადებაზე, ნებისმიერი ტიპის სესხზე და საკრედიტო ბარათზე ყოველთვიურად შესატანი თანხა თქვენი ანგარიშიდან შესაბამისი თანხის გადარიცხვით.
ინტერნეტ ბანკის საშუალებით შესაძლებლობა გეძლევათ თქვენს ნებისმიერ ანაბარს (გარდა ვადიანისა) დაამატოთ თანხა ბანკში მიუსვლელად.
ინტერნეტ ბანკით თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი პერიოდის ამონაწერი.
ინტერნეტ ბანკით თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ შემდეგი სახის ოპერაციები:
-
საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვა/კონვერტაცია;
-
კომუნალური გადასახადები;
-
მობილური ბალანსის შევსება;
-
გადარიცხვები: თიბისი ბანკის ფილიალებში, ეროვნულ ვალუტაში (სხვა ბანკში), უცხოურ ვალუტაში (სხვა ბანკში);
-
საბიუჯეტო გადარიცხვები.
თუ თანხას რიცხავთ ეროვნულ ვალუტაში (ლარში), მაშინ თქვენ დაგჭირდებათ:
-
მიმღების დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში იგულისხმება სახელი და გვარი);
-
მიმღების ანგარიშის ნომერი;
-
მიმღების ბანკის დასახელება;
-
მიმღების ბანკის კოდი (კოდი შედგება 9 ციფრისაგან და შესაძლებელია მოიძებნოს ინტერნეტ ბანკის ცნობარიდან);
თუ თანხას რიცხავთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ:
-
მიმღების დასახელება;
-
მიმღების ანგარიშის ნომერი;
-
მიმღების ბანკის დასახელება;
-
მიმღების ბანკის კოდი (SWIFT, IBAN, ABA, BLZ და ა.შ.)
-
მიმღების ბანკის ადგილმდებარეობა (ქალაქის დასახელება);
-
შუამავალი ბანკის დასახელება - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
-
შუამავალი ბანკის კოდი (SWIFT, IBAN, ABA, BLZ და ა.შ.) - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გადარიცხვების შესასრულებლად აუცილებელია გქონდეთ მიმდინარე ანგარიში (ფიზიკური პირისათვის გადარიცხვები ინტერნეტ ბანკით დაშვებული საბარათე ანგარიშებიდანაც) და დიჯიპასი.
-
საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები სრულდება მომენტალურად. გამონაკლისია პლასტიკურ ბარათზე თანხის ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა ხელმისაწვდომი გახდება მაქსიმუმ ორი საათის განმავლობაში, თუ გადარიცხვა სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელდა და მომდევნო სამუშაო დღის დასაწყისში, თუ გადარიცხვა არასამუშაო დროს განხორციელდა;
-
თიბისი ბანკის სისტემის შიგნით გადარიცხვები გარკვეული თანხის ფარგლებში ასევე მომენტალურად სრულდება. ამ თანხაზე მეტის გადარიცხვა კი ბანკის მიერ მისი ავტორიზაციისთანავე შესრულდება;
-
საქართველოს ბანკებში 4 საათამდე შესრულებული გადარიცხვები აისახება იმავე საბანკო დღეს, 4 საათის შემდეგ განხორციელებული გადარიცხვები დასრულდება მომდევნო საბანკო დღის 12 საათამდე;
-
საერთაშორისო გადარიცხვებს სჭირდება მაქსიმუმ 4 საბანკო დღე.
საბიუჯეტო გადარიცხვები საშუალებას გაძლევთ, სწრაფად და მოხერხებულად გადაიხადოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა გადასახადები (საშემოსავლო, მოგება, დღგ, აქციზი და ა.შ.)
კომუნალური გადარიცხვის საკომისიო შეადგენს 0.50 ლარს. თელასის, თბილისის წყლისა და დასუფთავების სამსახურის დავალიანებების გადახდა უფასოა.
იმ კომპანიებში, სადაც შესაძლებლობა გაქვთ გადაამოწმოთ დავალიანება, გადახდილი თანხები აისახება მომენტალურად (თელასი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, კავკაზუს-ონლაინი და ა.შ.). სხვა შემთხვევაში გადახდილი თანხის ასახვას ესაჭიროება მაქსისმუმ 2 საბანკო დღე.
თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. მასში გამოყენებულია უსაფრთხოების უახლესი მექანიზმები. ინტერნეტ ბანკში მუშაობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სპეციალური სერთიფიკატით. მონაცემების მიმოცვლა ხორციელდება 128 ბიტიანი შიფრაციით. გადარიცხვების შესრულებისას კი აუცილებელია დიჯიპასი, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას.
ამონაწერის ამობეჭდვისათვის თქვენ დაგჭირდებათ Adobe Reader.
ამ პრობლემას შესაძლებელია იწვევდეს თქვენი ეკრანის გაფართოება. ეკრანის ზომა უნდა იყოს მინიმუმ 768 X 1024 პიქსელი.
ინტერნეტ ბანკში მუშაობის დასრულების შემდეგ, აუცილებლად გამოდით სისტემიდან Logout ღილაკზე დაჭერით.
თუ თქვენ მიმდინარე მომენტში მუშაობთ უცხო ან საერთო მოხმარების კომპიუტერზე, მაგალითად მეგობართან ან ინტერნეტ კაფეში, ინტერნეტ ბანკთან მუშაობის დაწყებისას, საწყის გვერდზე, არ მონიშნოთ ოფცია "მონაცემების დამახსოვრება". ამის შედეგად, ყველა დროებითი ფაილი, რომელიც შეიძლება შეიქმნას ინტერნეტ ბანკში მუშაობის დროს, წაიშლება, როგორც კი თქვენ გამოხვალთ პროგრამიდან.