TBC STATUS - პერსონალური საბანკო მომსახურება, თიბისი ბანკის ლოიალურ და მნიშვნელოვან კლიენტებს სთავაზობს პერსონიფიცირებულ და ექსკლუზიურ მომსახურებას.
სერვისი მოიცავს ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ ყველა სახის საბანკო მომსახურებასა და კონსულტაციას.
ამასთან, პერსონალური საბანკო მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური პროდუქტების ვრცელი მენიუთი. იგი მოიცავს თითოეულ კლიენტთან გამორჩეული, გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. TBC STATUS ზუსტად არის მორგებული და ორიენტირებული კლიენტის მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილზე.
ჩვენ ურთიერთობას ვიწყებთ კლიენტის მოსმენით, რათა ყურადღებით შევაფასოთ თითოეული კლიენტის ინდივიდუალური მოთხოვნები, მიზნები, პრიორიტეტები და ფინანსური გეგმები, რის შემდეგაც თქვენი სურვილები ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი ხდება!
მომსახურება, რომელსაც გაგიწევთ თქვენი პერსონალური ბანკირი, დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თქვენი კონკრეტული ფინანსური მიზნები და მათი მიღწევის გზები.
პერსონალური ბანკირი
პერსონალური ბანკირი არის თქვენი საკონტაქტო პირი ბანკში. იგი დაიცავს თქვენს ფინანსურ ინტერესებს, ინდივიდუალურად შეისწავლის კონკრეტულ საკითხებს და გაგიწევთ განსაკუთრებულად კომფორტულ მომსახურებას.
თიბისი სტატუსის ბანკირები, რომლებსაც ესმით თქვენი საჭიროებები და ღირებულებები, დაგეხმარებიან დააგროვოთ, მართოთ და დაიცვათ თქვენი ქონება.
თქვენ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ თქვენი პერსონალური ბანკირი
TBC STATUS-ის მომსახურების უპირატესობები:
- პერსონალური მენეჯერი და ინდივიდუალური მიდგომა
- განსაკუთრებული ურთიერთობა
- მომსახურების მაღალი ხარისხი
- დისტანციური საბანკო მომსახურება
- სპეციალური სტატუს საბანკო პროდუქტები
- კონფიდენციალურობა
- მომსახურების სწრაფი და კომფორტული პროცესი
- ბენეფიტები და ბანკის პარტნიორი ორგანიზაციების სპეციალური შემოთავაზებები
იმისათვის, რომ გახდეთ TBC STATUS-ის კლიენტი:
- დაგვიკავშირდით ბანკის სატელეფონო სერვის ცენტრში და დააფიქსირეთ თქვენი სურვილი;
- მიბრძანდით თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და დააფიქსირეთ თქვენი სურვილი;
- შეავსეთ ონლაინ განაცხადი.
ჩვენ დაგეხმარებით დაზოგოთ თქვენთვის ძვირფასი დრო
შენიშვნა: მომსახურების მისაღებად საჭიროა ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.