Geo/ Eng  
ფინანსირება და დაზღვევა
ბმულები
აკრედიტივები
ჩვენ ვფლობთ ფინანსური პროდუქტების სრულ სპექტრს.
თიბისი ბანკის კვალიფიციური სპეციალისტები დაგეხმარებიან  მაქსიმალურად თქვენს მოთხოვნებზე მორგებული აკრედიტივის პირობების შედგენაში.

რა არის აკრედიტივი?

აკრედიტივი არის მყიდველის დავალებით ბანკის მიერ გაცემული წერილობით აღიარებული ვალდებულება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული თანხა გარკვეულ ვადაში. ამასთან, გადახდა შედგება იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი წარმოადგენს აკრედიტივით მოთხოვნილი საბუთების სრულ ნუსხას აკრედიტივით განსაზღვრულ ვადასა და ფორმაში.

რა უპირატესობა აქვს აკრედიტივს?

<><><>
ექსპორტიორისათვის
(გამყიდველისათვის):
იმპორტიორისათვის
(მყიდველისათვის):
ბანკი შეასრულებს აკრედიტივით განსაზღვრულ გადახდას მყიდველისაგან დამოუკიდებლად. აკრედიტივის გახსნით იმპორტიორი ადასტურებს თავის გადახდისუნარიანობას და შეუძლია მიაღწიოს გადახდის უფრო ხელსაყრელ პირობებს.
მყიდველს არ შეუძლია დააყოვნოს გადახდა რაიმე პირადი პრეტენზიის საფუძველზე. პროდუქცია მიწოდებული იქნება აკრედიტივში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
თუ მყიდველს სურს გაასაჩივროს მიწოდებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, მან ეს უნდა მოახდინოს აკრედიტივისაგან დამოუკიდებლად. მყიდველი იღებს მის მიერ აკრედიტივით მოთხოვნილ დოკუმენტებს კონკრეტულ ვადაში.
დაყოვნება, ისეთი როგორიცაა საბანკო გადარიცხვა, მაქსიმალურამდე არის თავიდან აცილებული; მყიდველი დარწმუნებულია, რომ იგი გადაიხდის თანხას მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები ყველა ასპექტში შეესაბამება აკრედიტივის პირობებს
აკრედიტივის მეშვეობით ტვირთის ღირებულების გადახდა ზოგადად უფრო სწრაფად ხორციელდება.

დოკუმენტური აკრედიტივების ტარიფები 


აკრედიტივის არსის უკეთ გასაგებად გაეცანით დოკუმენტური აკრედიტივების პროცესის განხილვას.

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions