Geo/ Eng  
ფინანსირება და დაზღვევა
მიკრო სესხი

მიკრო სესხი -  თქვენი ბიზნესის ზრდის და წარმატებისათვის.

იდეალური შესაძლებლობა თქვენი ბიზნესის დაფინანსებისათვის

ამიერიდან “თიბისი ბანკი” გახდება თქვენი ბიზნესის ზრდის საიმედო  და დროული მხარდამჭერი. ნებისმიერ დროს “თიბისი ბანკი” თქვენ გვერდით შეგიძლიათ იგულოთ. მაშინ, როცა გჭირდებათ:

  • კომპანიის საბრუნავი სახსრების ფინანსირება;
  • ფიქსირებული აქტივების შეძენის ფინანსირება;
  • სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და წარმოების სხვა საშუალებების ფინანსირება;
  • ბიზნეს ფართის (საწარმოო, საოფისე, სავაჭრო, სასაწყობე) შეძენა, მშენებლობა, რემონტი;
  • მიწის ნაკვეთის შეძენა (მომავალში ბიზნეს ფართის ასაშენებლად);
  • ალტერნატიულ ბიზნესში კაპიტალდაბანდებები;
  • დამფუძნებლის დივიდენდების გაცემა, რაც მოემსახურება ალტერნატიულ ბიზნესში ინვესტირებას;
  • სხვა ბანკებში არსებული სესხების რეფინანსირება თქვენთვის უფრო მოსახერხებელი პირობებით.

ვის შეუძლია ისარგებლოს  მიკრო სესხით?

მიკრო სესხით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ  იურიდიულ პირს, მცირე ან საშუალო ზომის საწარმოს, რომელიც ახორციელებს რომელიმე ქვემოთ წარმოდგენილ საქმიანობას ან რამდენიმეს ერთდროულად:

  • საცალო ვაჭრობა;
  • საბითუმო ვაჭრობა;
  • მცირე წარმოება;
  • მომსახურების სფერო;
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოება;
  • ინდივიდუალური სერვისები.

ამასთან, ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს დასაკრედიტებელ ბიზნესში საქმიანობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება.

 

მიკრო სესხის პირობები:  
სესხის თანხა 50,000 აშშ დოლარამდე
ვალუტა აშშ დოლარი, ლარი, ევრო
სესხის მაქსიმალური ვადა 10 წელი
სესხის უზრუნველყოფა უძრავი ქონება, ძირითადი საშუალებები

რით არის თიბისი ბანკის მიკროსესხი გამორჩეული?

  • სესხის განხილვა და დამტკიცება უმოკლეს დროში;
  • მარტივი პროცედურები;
  • ბიზნესზე კარგად მორგებული, ხელსაყრელი პირობები;
  • სრული საბანკო მომსახურება;
  • პროფესიონალ ექსპერტებთან კონსულტაცია;
  • ბიზნეს მოთხოვნილებების ინდივიდუალური შესწავლა;
  • კომფორტული გარემო.

მცირე ბიზნესის დიდი წარმატება თიბისი ბანკთან ერთად!

 

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions