Geo/ Eng  
ფინანსირება და დაზღვევა
ბმულები
ენერგოკრედიტი
კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში სამჯერ მეტი ენერგია მოიხმარება ვიდრე ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოში (წარმოებულ ენერგიასთან თანაფარდობით).
არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოს საწარმოებმა შეიძლება შეამცირონ ენერგიის მოხმარება 20%-ზე მეტით და ამით საქართველოს ბიზნესის საერთო დანაზოგმა 12 მილიონი ევრო შეადგინოს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო საკრედიტო ხაზი 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით განახლებადი ენერგიის, სამრეწველო ენერგო ეფექტურობის და შინამეურნეობების ენერგო ეფექტურობის პროექტებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტების მიღება უკვე შესაძლებელია თიბისი ბანკისგან.
   

სარგებელი კომპანიებისთვის

ენერგომატარებლებზე ფასები იზრდება და შესაბამისად იმატებს საწარმოო ხარჯებიც. ენერგიის გამოყენების შემცირების გზით შესაძლებელი იქნება უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს ბიზნესის წარმოება ქვეყანაში შემდეგი მექანიზმების გამოყენებით:

  • ხარჯების შემცირებით
  • მეტი პროდუქციის წარმოებით იგივე ენერგო დანახარჯებით
 
 
ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროექტი შეზღუდული რაოდენობის უფასო ენერგო აუდიტის ჩატარებას სთავაზობს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს წრეებს.
 
ყველაზე გავრცელებული ენერგო დანაზოგების განხორციელების
ინვესტიციები საწარმოებში მოიცავს შემდეგს:
  • ბოილერები
  • ორთქლის ეფექტურობა
  • გაუმჯობესებული კონტროლის პროცესი
  • კომპრესირებული აირი
  • თბო-ენერგიის ხელახალი გამოყენება
  • მოტორები
დაწვრილებით ენერგოკრედიტის შესახებ იხილეთ სპაციალურად შექმნილ ვებ გვერდზე : www.energocredit.ge
 
 
 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions