თიბისი ბანკის ვადიანი ანაბარი იურიდიული პირებისათვის არის დაბალ რისკიანი ინვესტიციის ალტერნატივა საპროცენტო სარგებლით, რომელიც იზრდება დეპოზიტის ვადისა და თანხის ზრდასთან ერთად.
გრძელვადიანი ანაბრები განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ტიპის ბიზნესებისათვის, რომელთაც სჭირდება გარანტირებული საპროცენტო სარგებელი და არ მოეთხოვებათ მაღალი ლიკვიდურობა.
ანგარიშის აღწერა
ვადიანი ანაბარი გათავაზობთ შემნახველ ანაბართან შედარებით მაღალ საპროცენტო სარგებელს და უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას ვიდრე სხვა მსგავსი ინვესტიცია, მაგრამ ანაბრის თანხაზე წვდომა ვადის ბოლომდე დაუშვებელია.
საპროცენტო სარგებელი
საპროცენტო სარგებელი დაგერიცხებათ თქვენს მიერ შერჩეული პერიოდულობით:
პერიოდის ბოლოს, ყოველთვიურად ან ყოველი ერთი წლის ბოლოს.