|
სახელფასო პროგრამა
 |
 |
|
თიბისი ბანკის სახელფასო მომსახურება - გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა კმაყოფილია!
|
|
თქვენ ჯერ კიდევ ნაღდით გასცემთ ხელფასებს?
ეს ნიშნავს, რომ თქვენ არაეფექტურად ხარჯავთ თქვენს ფულს და დროს.
გაეცანით თიბისი ბანკის ავტომატურ სახელფასო მომსახურებას და დაიწყეთ თქვენი ბიზნესის ეფექტური მართვა დღესვე.
|
|
|
აღწერა
|
ავტომატური სახელფასო მომსახურების სქემა ძალიან მარტივია.
თქვენ მხოლოდ წარადგენთ ბანკში თანამშრომლების სიას, შესაბამისი ხელფასის თანხის მითითებით, მარტივი ელექტრონული ფორმით და ორგანიზაციის ანგარიშიდან თანამშრომლების ანგარიშებზე ხელფასების გადარიცხვა მყისიერად განხორციელდება. |
ძირითადი უპირატესობები
|
- ადვილად განხორციელებადი - არ საჭიროებს ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პროცედურებს.
- საბუღალტრო რესურსის მნიშვნელოვანი ეკონომია.
- ნაღდი ფულის მართვით გამოწვეული ხარჯების შემცირება.
- გაზრდილი უსაფრთხოება.
- თანამშრომელთა შორის კონფედენციალობის ზრდა.
- კორპორატიული კულტურის ამაღლება.
|
მომსახურების ღირებულება
|
რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურება სრულიად უფასოა.
|
დამატებითი ბენეფიტები
|
დამატებითი დანახარჯების გაღების გარეშე თქვენი თანამშრომლების კმაყოფილება იზრდება, როდესაც მათ სთავაზობთ თიბისი ბანკის Visa სადებეტო ბარათებს. ამით ისინი იღებენ:
- უნივერსალურ გადახდის საშუალებას მსოფლიოს უამრავ სავაჭრო ობიექტში;
- ბანკომატებიდან ნებისმიერ დროს თანხის გამოტანის შესაძლებლობას;
- ოვერდრაფტის მიღების შესაძლებლობას;
- ხარჯების უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობას ინტერნეტ ბანკით.
|
| რა არის საჭირო რეგისტრაციისათვის? |
ავტომატური სახელფასო მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გქონდეთ ორგანიზაციის აქტიური ანგარიშსწორების/მიმდინარე ანგარიში თიბისი ბანკში.
ასევე, თქვენს თანამშრომლებს მნიშვნელოვანი შეღავათებით გაეხსნებათ საბარათე, ან მიმდინარე ანგარიშები თიბისი ბანკის ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ფილიალში. შესაძლებელია თანამშრომლების უკვე არსებული ანგარიშების დარეგისტრირებაც. |
როგორ დავრეგისტრირდეთ?
|
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ თიბისი ბანკის თქვენს მომსახურე ფილიალს, ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში: (+995 32) 227 27 27 |
მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც ყველა კმაყოფილი იქნება! დარეგისტრირდით დღესვე!
|
|