სავალუტო სვოპები, ფორვარდები და ოფციონები საუკეთესო საშუალებაა თავი დაიზღვიოთ ვალუტის კურსის ცვალებადობით მიღებული ზარალისგან, უფრო ზუსტად დაგეგმოთ თქვენი ბიუჯეტი და მოახდინოთ პროდუქციის ფასწარმოქმნის ოპტიმიზაცია.
სავალუტო სვოპი (FX Swap) - ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შეგიძლიათ განახორციელოთ ერთი ვალუტის კონვერტაცია მეორეზე გარიგების დადების დროს მიმდინარე საბაზრო კურსით, ხოლო მომავალში - უკუკონვერტაცია წინასწარ დაფიქსირებული კურსით.
- სვოპი არის მოქნილი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი;
- კონვერტაცია შესაძლებელია ყველა ძირითად ვალუტაში;
- სავალუტო სვოპის მინიმალური თანხაა - 50 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში.
- სვოპ გარიგების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
სავალუტო ფორვარდი (FX Forward) - აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით თქვენ საშუალება გეძლევათ დააკონვერტიროთ სასურველი ვალუტა წინასწარ განსაზღვრული მოცულობით და ფიქსირებული კურსით, მომავალი თარიღისათვის.
- ფორვარდის გაფორმება შესაძლებელია ყველა ძირითად ვალუტაში;
- მინიმალური გარიგების თანხა განისაზღვრება 50 000 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით სხვა ვალუტაში;
- ფორვარდის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
- ფორვარდ გარიგებები შეიძლება განხორციელდეს ერთ ფორვარდ დღეზე, ან დაიყოს რამოდენიმე ფორვარდ დღეზე კლიენტის სურვილისამებრ;
- ფორვარდული გარიგების შესრულება სავალდებულოა გარიგების ორივე მონაწილისათვის;
იმ შემთხვევაში თუ სავალუტო ფორვარდის ფიქსირებული კურსი მიუღებელი იქნება თქვენთვის, თიბისი ბანკი გთავაზობთ სავალუტო ოფციონს.
სავალუტო ოფციონი (FX Option) - სავალუტო რისკებისგან დაზღვევის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც განსაზღვრული საკომისიოს გადახდის შემდეგ გაძლევთ საშუალებას დადოთ ვალუტის სამომავლო ყიდვა/გაყიდვის გარიგება და ამავდროულად, დაიტოვოთ გარიგების გაუქმების უფლება.
- ოფციონის გაფორმება შესაძლებელია ყველა ძირითად ვალუტაში;
- მინიმალური გარიგების თანხა განისაზღვრება 50 000 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით სხვა ვალუტაში;
- ოფციონის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.