მოკლევადიანი სადეპოზიტო პროდუქტები
მოკლევადიან დეპოზიტებზე თანხების განთავსებით თქვენ ზრდით მოკლევადიან ლიკვიდურობას და, ამასთანავე, ზრდით თქვენს შემოსავალს.
თქვენი დროებით თავისუფალი ფულადი სახსრები შესაძლებელია განთავსდეს მოკლევადიან დეპოზიტზე და შესაბამისად დაერიცხოს მაღალი საპროცენტო განაკვეთი.
- დეპოზიტის მინიმალური ნაშთი განისაზღვრება 100 000 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით ლარში და ევროში;
- განთავსების ვადა 7, 14, 21, 28 დღე;
- საპროცენტო განაკვეთი - ხაზინასთან შეთანხმებით.
მოკლევადიანი ლიკვიდურობის გაზრდა ასევე შესაძლებელია კლიენტის მიმდინარე ანგარიშიდან შემნახველ ანაბარზე დროებით გადატანით (Overnight)
- მინიმალური თანხა განისაზღვრება 100 000 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტით ლარში და ევროში;
- საპროცენტო სარგებელი შეადგენს შემნახველი ანაბრის სტანდარტულ საპროცენტო განაკვეთს + 1% .