ყველაზე მარტივ, კომფორტულ და ეფექტურ გზას დაიწყოთ და განავითაროთ თქვენი პროდუქციის და მომსახურების გაყიდვები ინტერნეტში.
ჩვენ ვემსახურებით სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების ინტენრეტ სავაჭრო
ობიექტებს. თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით და კონკურენტული
პირობების შეთავაზებით თიბისი ბანკი უზრუნველყოფს ახალი კლიენტების
მოზიდვას ელექტრონული კომერციის სივრცეში.
თიბისი ბანკის ელექტრონული კომერცია - სწრაფი, მოქნილი, უსაფრთხო სისტემაა
ინტერნეტ გადახდების მისაღებად Visa და MasterCard პლასტიკური ბარათებით
და თითეულ ინტერნეტ ობიექტის მოთხოვნებზე მორგებული ფართო ფუნქციონალის
შესაძლებლობებით:
- გადახდების დაყოვნება-დამუშავება თქვენი ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
- თანხების დაბრუნების ოპერაციები;
- შესრულებული ოპერაციების სტატუსის შემოწმება;
- ბიზნეს დღის დახურვის მართვა;
- თითეული გადახდის დეტალური იდენტიფიკაცია ობიექტის საბანკო ანგარიშის ამონაწერში.
Visa და MasterCard მიერ დანერგილი მაქსიმალურად უსაფრთხო ტექნოლოგია -
3D-Secure (Verified by Visa, MasterCard SecureCode), რომელიც
უზურნველყოფს ყოველი ტრანზაქციის დამატებით აუტენტიფიცირებას, ამცირებს
თაღლითური გადახდების განხორციელების რისკს და მასთან დაკავშირებულ
ფინანსურ დანაკარგებს.
თიბისი ბანკი ასევე სთავაზობს სასტუმრო სექტორს სპეციალურ ტარიფებს და
პარტნიორ ტექნიკურ მხარდამჭერ კომპანიასთან ერთად სწრაფ ინტეგრაციას და
მულტიფუნქციონალურ გადაწყვეტილებას.