|
ავტომატური კომ. გადარიცხვები
 |
 |
|
გსურთ დაზოგოთ დრო, ნერვები და ფული?
|
|
დაივიწყოთ რიგები გადახდის პუნქტებში, ჩაჭრილი დენი, გათიშული ტელეფონი, გადაუხდელი ქვითრები...
მაშინ დღესვე დარეგისტრირდით "ავტომატური კომუნალური გადარიცხვების" სერვისზე და მიუძღვენით თქვენი ძვირფასი დრო რაიმე უფსო მნიშვნელოვანს. თქვენს კომუნალურ გადასახადებზე კი თიბისი ბანკი იზრუნებს.
|
|
|
მომსახურების აღწერა
|
"ავტომატური კომუნალური გადარიცხვები" არის მომხმარებლის დავალება ბანკისადმი გადაიხადოს მისი ანგარიშიდან კომუნალური და სხვა დანიშნულების გადასახადები. ანუ მომხმარებელი აღარ ფიქრობს, თუ როდის და რამდენი აქვს გადასახდელი დენის, გაზის, ტელეფონის და სხვა დავალიანებების დასაფარად. მის ნაცვლად ამ საქმეს ასრულებს ბანკი, რომელიც ავტომატურად გადარიცხავს საჭირო თანხას მომხმარებლის ანგარიშიდან კომუნალური კომპანიის ანგარიშზე.
|
ვისთვის არის ეს მომსახურება?
|
მომსახურება გათვლილია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. ერთადერთი, რაც მოეთხოვება მომხმარებელს, არის თიბისი ბანკში საბანკო ანგარიშის ქონა და ამ ანგარიშზე გადარიცხვისათვის საკმარისი თანხის არსებობა.
|
რა შესაძლებლობა გეძლევათ?
|
■ ავტომატური კომუნალური გადარიცხვების საშუალებით თქვენ დღესვე შეგიძლიათ სრულად მოიხსნათ ყოველთვიური თანხის გადახდის პრობლემა შემდეგ კომპანიებში:
თელასი; ყაზტრანსგაზ-თბილისი; ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი; დასუფთავების სამსახური; სილქნეტი, სუპერტივი (ყოფილი აიეტი TV); კავკაზუს ონლაინი; ახალი ქსელები; ახტელი; გლობალ ერთი; ჯიპიაი ჰოლდინგი. (კომპანიების ჩამონათვალი მუდმივად ივსება თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.)
■ ავტომატური, პერიოდული სალარე გადარიცხვა, ფიქსირებულ თანხაზე ნებისმიერი მიმართულებით
■ ყოველი გადარიცხვის შესახებ ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებთ.
|
ღირებულება
|
| რეგისტრაცია |
უფასო
|
| მომსახურების |
უფასო
|
| თითოეული გადარიცხვა |
უფასო |
| მონაცემების ცვლილება |
უფასო |
|
| რა არის საჭირო რეგისტრაციისათვის? |
იურიდიულ პირებს უნდა ჰქონდეთ აქტიური მიმდინარე ანგარიში თიბისი ბანკის რომელიმე ფილიალში. |
| როგირ დავრეგისტრირდეთ? |
მხოლოდ ერთხელ გამონახეთ 15 წუთი რეგისტრაციისათვის და სამაგიეროდ მიიღებთ მრავალი წუთის, საათის და დღის ეკონომიას! |
მუშაობის პრინციპი
|
გადარიცხვები ბანკის მიერ ყოველთვის დროულად შესრულდება. მთავარია უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობა. თუ თქვენს ანგარიშზე გადარიცხვის მომენტში არ იქნება საკმარისი თანხა, მაშინ გადარიცხვა არ შესრულდება.
გადარიცხვის დავალება შესრულდება ანგარიშზე საკმარისი თანხის ჩარიცხვისთანავე.
|
| ავტომატური გადარიცხვების განხორციელების თანმიმდევრობა (პრიორიტეტები) |
ავტომატური კომუნალური გადარიცხვები შესრულდება შემდეგი თანმიმდევრობით:
-
თელასი;
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი;
-
მუნიციპალური დასუფთავების სამსახური;
-
ახალი ქსელები;
-
ახტელი;
-
სილქნეტი;
-
კავკასუს ონლაინი GELink;
-
კავკასუს ონლაინი (DSL);
-
კავკასუს ონლაინი 8-07 12;
-
სილქინტერნეტი;
-
ყაზტრანსგაზი;
-
GPIH დაზღვევა;
-
გლობალ ერთი;
-
სუპერტივი (აიეტი TV);
-
GPIH საპენსიო.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
-
ავტომატური გადარიცხვები სრულდება დღის განმავლობაში ორჯერ: 9:00 საათზე და18:30 საათზე;
-
ავტომატური გადარიცხვები შესრულდება გადასარიცხი თანხის ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში (ავტომატური გადარიცხვა ნაწილობრივი თანხით არ განხორციელდება);
-
საბარათე ანგარიშიდან ავტომატური კომუნალური გადარიცხვების განსახორციელებლად ანგარიშზე შესაბამისი თანხის არსებობასთან ერთად აუცილებელია, რომ ბარათი იყოს გააქტიურებული;
-
იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური გადარიცხვის შესრულებისათვის საჭირო თანხა კლიენტის ანგარიშზე შეტანილი იქნება პროვაიდერი კომპანიის მიერ დადგენილი გადახდის ბოლო დღეს, ბანკის მიერ გადარიცხული თანხა პროვაიდერი კომპანიის ბაზაში აისახება მომდევნო დღეს. ბანკი არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერი კომპანიის მიერ კლიენტისთვის დაკისრებულ სანქციებზე;
-
გასათვალისწინებელია, რომ თუ კომუნალური გადასახდელი გადახდილი იქნება უშუალოდ პროვაიდერ კომპანიაში და ეს კომპანია გადახდის დღესვე არ გაანულებს დავალიანებას, ბანკი მაინც შეასრულებს ავტომატურ გადარიცხვას პროვაიდერი კომპანიის მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ შემთხვევაში ბანკი არ
არის პასუხისმგებელი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე;
-
ბანკს უფლება ექნება გააუქმოს დავალება ავტომატური გადარიცხვების შესახებ თუ ავტომატური გადარიცხვა კლიენტის მიზეზით ვერ შესრულდება 365 დღის განმავლობაში. დავალების გაუქმების შემდეგ ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობისთვის კლიენტმა ხელახლა უნდა წარუდგინოს ბანკს განაცხადი ავტომატური
გადარიცხვების შესახებ;
-
ფიქსირებული ტიპის გადასახადებისას (მაგალითად ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში ავტომატური გადარიცხვის შესრულებისას), თუ დავალება ვერ შესრულდა შესაბამის ანგარიშზე საკმარისი თანხის არარსებობის ან კლიენტის სხვა მიზეზით, ყოველ მომდევნო დღეს შემდეგი თვის ფიქსირებულ თარიღამდე ბანკი განხახორციელებს დავალების შესრულების მცდელობას;
-
ავტომატური გადარიცხვის შესრულების დღე ემთხვევა უქმე დღეს, ბანკის მიერ, დავალება შესრულებულ იქნება ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
|
კომუნალური გადასახადების პრობლემა ამიერიდან აღარ იარსებებს!
დარეგისტრირდით დღესვე!
|
|